დონალდ ტრამპი – რუსეთი ვენესუელიდან უნდა წავიდეს

0
649

რუსეთი ვენესუელიდან უნდა წავიდეს, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ვენესუელის ოპოზიციის ლიდერის, ხუან გუაიდოს მეუღლესთან შეხვედრისას განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ დაატოვებინებს რუსეთს ვენესუელას, ტრამპმა უპასუხა „ვნახავთ. ყველა ვარიანტი ღიაა“.

უცხოური მედიის ინფორმაციით, რუსეთის ორი სამხედრო თვითმფრინავი ვენესუელაში 2 დღის წინ ჩაფრინდა და კარაკასში 100 რუსი სამხედრო ჩაიყვანა.