აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, შესაძლოა, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში შეხვდეს. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა Fox News-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„პუტინთან შეიძლება შეხვედრა გვქონდეს. რუსეთს შეუძლია ჩრდილოეთ კორეის საკითხთან მიმართებაში და სირიის საკითხზე დაგვეხმაროს. ასევე, საჭიროა უკრაინაზე საუბარი“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში დონალდ ტრამპი ეწვევა იაპონიას, სამხრეთ კორეას, ჩინეთს, ვიეტნამს და ფილიპინებს.