დღეს საქართველოს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ფილიპ ჰემონდი ეწვევა

0
1147

დღეს საქართველოს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ფილიპ ჰემონდი ეწვევა. ფილიპ ჰემონდი საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს შეხვდება. ბრიტანეთის საელჩოს ინფორმაციით მისი ვიზიტის მთავარი მიზანი საქართველოს ევროატლანტიკური კურსის მიმართ კიდევ ერთხელ მხარდაჭერის გამოხატვაა.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი  პრემიერ-მინისტრის გარდა შეხვედრებს გამართავს საქართველოს მთავრობის წევრებთან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, გვირგვინით შეამკობს გმირთა მემორიალს. ასევე მინისტრი სიტყვით გამოვა „სამხრეთ კავკასიის ახალგაზრდა პოლიტიკოსთა“ ფორუმზე“, დაესწრება მარინა ციციშვილისთვის ბრიტანეთის სამეფო ორდენის გადაცემის ცერემონიას და ეწვევა კომპანია BP-ის სამხრეთ კავკასიის გაზსადენის გაფართოების პროექტის მშენებლობას.

საქართველოში ვიზიტზე საუბრისას, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ბრიტანეთი საქართველოს აღიქვამს, როგორც მნიშვნელოვან საერთაშორისო პარტნიორს და  წარმატების მაგალითს რეგიონში.
„დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს ხანგრძლივი მეგობრობის და ორმხრივი თანამშრომლობის ისტორია აკავშირებს. ჩვენ მივესალმებით საქართველოს პროგრესს ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმების გატარების გზაზე, რაც მას კიდევ უფრო დაახლოებს ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან. ჩვენ გვახსოვს, რომ საქართველოს გადაუჭრელი კონფლიქტები აქვს აფხაზეთსა და ე.წ.სამხრეთ ოსეთში. ბრიტანეთი მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ყოველთვის ძალიან მტკიცედ ვდგევართ პოზიციაზე, რომ ისეთ ქვეყნებს როგორიც საქართველოა, უნდა ჰქონდეთ საშუალება სუვერენული არჩევანისა, გარეშე ძალების ჩარევის გარეშე. 2016 წელს საქართველო დამოუკიდებლობის 25 წელს აღნიშნავს. ჩვენ იმედს ვიტოვებთ ოქტომბრის არჩევნები, კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს დამოუკიდებლობის პერიოდში მიღწეულ დემოკრატიის პროგრესს“, – განაცხადა ფილიპ ჰემონდმა.

საქართველოში გუშინ საღამოს უნდა ჩამოსულიყო, თუმცა ვიზიტის დრო გადაიდო და ფილიპ ჰემონდს დედაქალაქში დღეს, დღის პირველ ანეთის საგარეო საქმეთა მინისტრინახევარში ელოდებიან.