ევროპარლამენტმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა

0
3505

ევროპარლამენტმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა. ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რომელსაც საქართველოს პარლამენტის დელეგაციაც ესწრებოდა, საკითხს კენჭი უყარეს. საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას მხარი ევროპარლამენტის 647 წევრიდან 553-მა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგი 66 წავიდა, 28 დეპუტატმა კი თავი შეიკავა.

საქართველოს საკითხზე კენჭისყრას წინ უძღვოდა ევროპარლამენტარებს შორის დებატები.
დღევანდელი გადაწყვეტილება საქართველოსთვის შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმის ავტომატურად ამოქმედებას არ ნიშნავს. დარჩენილია ცალკეული ტექნიკური პროცედურები.