პრეზიდენტს უშიშროების საბჭოს მდივანი შერჩეული არ ჰყავს, – ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„უშიშროების საბჭოს მდივნის დანიშვნა პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებაა. როგორც კი გადაწყვეტილებას მიიღებს, ამას თავად გაცნობებთ. პრეზიდენტს გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ აქვს”, – განაცხადა ეკა მიშველაძემ.
რაც შეეხება შეკითხვას, რამდენად შეესაბამება სიმართლეს ინფორმაცია, რომ უშიშროების საბჭოს მდივნად შესაძლოა ლევან დოლიძე ან ვანო მაჭავარიანი დაინიშნოს, ეკა მიშველაძის თქმით, „არც ერთი კანდიდატურა განხილული არ ყოფილა“.