სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის დირექტორს არტურ ვანეციანს შეხვდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს. ვახტანგ გომელაურმა და არტურ ვანეციანმა ორი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებს შორის ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს და სამომავლო პერსპექტივები დასახეს. საუბარი შეეხო უწყებებს შორის ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარების საკითხებს.
შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე, ადმინისტრაციის უფროსი ნინო გიორგობიანი და საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩი რუბენ სადოიანი.