ვახუშტის ხიდი დღეს ერთი საათით გადაიკეტება

0
583

ვახუშტის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დღეს 14:00 საათიდან 15:00 საათამდე ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, დროის ამ მონაკვეთში შეიცვლება დიდუბიდან ვახუშტის ხიდის გავლით, სააკაძის მოედნისკენ მოძრავი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტები. საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაივლის წერეთლისა და თამარ მეფის გამზირებს, საიდანაც გმირთა მოედანს დაუკავშირდება და მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობს.

თბილისის მერია შეფერხებისთვის მოქალაქეებს ბოდიშს უხდის.