ზიკას ვირუსი მსოფლიოში ორ მილიარდზე მეტ ადამიანს ემუქრება. ამის შესახებ „BBC-ის“ ცნობით, მეცნიერები პროგნოზირებენ. მკვლევარების თქმით, ყველაზე მეტად საფრთხის წინაშე ინდოეთის, ინდონეზიის და ნიგერიის მოსახლეობაა. ამასთან, ფილიპინები, ვიეტნამი, პაკისტანი და ბანგლადეშიც საფრთხის წინაშეა, ვინაიდან ამ ქვეყნებს არ აქვთ შესაბამისი ჯანდაცვის სისტემა, რათა ეპიდემიას გაუმკლავდნენ.
მეცნიერები ასევე ამბობენ, რომ ვირუსის მიმართ იმუნიტეტი მსოფლიოს რამდენიმე რეგიონის მოსახლეობას უკვე აქვს, რაც რისკებს ამცირებს.
ამ დრომდე ზიკას ვირუსი 65-ზე მეტ ქვეყანაში დაფიქსირდა. ვირუსი კოღოს ნაკბენით გადადის.