თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, ბათუმის მერის წარმომადგენელი დააკავეს

0
1090

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, ბათუმის მერის წარმომადგენელი კახაბრის ადმინისტრაციულ ერთეულში გოჩა დევაძე დააკავეს.

სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ გოჩა დევაძემ მოქალაქეს უკანონო მშენებლობისათვის გათვალისწინებული ჯარიმისაგან გათავისუფლებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის დაჩქარების სანაცვლოდ მოსთხოვა და გამოართვა 2 000 ლარი, რა დროსაც იგი ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 19-180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.