“თელასის” ინფორმაციით, დაგეგმილი სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, დღეს თბილისის ნაწილს, ელექტომომარაგება შეეზღუდება.
ნაძალადევის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გუდამაყრის ქუჩის მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების IV მიკრორაიონის მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების, სოფელ დიღომის, სარაჯიშვილის, კვანტალიანის და გოძიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საირმის გორის, შმიდტის და საირმის ქუჩების მცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის ჩიხის და კრწანისის ქუჩის მოსახლეობას.
ვაკის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის, ილია ჭავჭავაძის გამზირის, ჩხიკვაძის, მცხეთის, მარუხის გმირთა, ტაბიძის, აბაშელის, არაყიშვილის, რაზმაძის და აბაშიძის ქუჩები მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, ფალიაშვილის და კავსაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბოჭორმის ქუჩის მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხონის, სალხინოს, სენაკის, თეკლეთის, აბაშის, ტაშირის, ლანჩხუთის, ლაილაშის, გივიშვილის, ჭალადიდის, ლებარდოს, ასხინის, მეორე ქვალონის, ცაიშის, აფხაზეთის, ზაზიშვილის, ცხრა ძმის და ყირიმის ქუჩების მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, III მიკრორაიონების, ხიზანიშვილის, გმირ კურსანტთა, ქერჩის, სარაჯიშვილის, ილორის, ზარზმის, იპოლიტოვ-ივანოვის, წყალსადენის, ტაძრის და მონასტრის ქუჩების მცხოვრებლებს.
შექმნილი დისკომფორტის გამო კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.