თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

0
1305

თბილისის ნაწილს, დღეს, დაგეგმილი სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
“თელასის” ინფორმაციით, კრწანისის რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის II შესახვევის, კრწანისის გასასვლელის, გორგასლის და ორთაჭალის ქუჩების მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭყონდიდელის ქუჩის მოსახლეობას.
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის და კოსტავას (ნაწილობრივ) ქუჩის მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ დიღმის, დემეტრე თავდადებულის, მიხეილ თამარაშვილის და ცინცაძის ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის, კიევის და ჩუბინაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რეხის I, II, III ქუჩების და ხეხილ-სანერგე მეურნეობის მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ) და გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩის მოსახლეობას.
გლდანის რაიონში, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ გლდანის და გლდანის მასივის VII მიკრორაიონის მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის და ჯავახეთის (ნაწილობრივ) ქუჩის მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.