თბილისის ნაწილს, დღეს, დაგეგმილი სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
“თელასის” ინფორმაციით, ვაკის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყიფშიძისა და გაბაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 IIIა მიკრორაიონის და ქიზიყის ქუჩის მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, თამარაშვილის, კარტოზიას, ანტონოვსკაის, მარიჯანის, დელისის და ნუცუბიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ტურგენევის, ჩიქობავას და ივანე ჯავახიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბოგდან ხმელნიცკის, ციხისძირის, სერგო წულაძის და თეთრიწყაროს ქუჩების მოსახლეობას.
დიდუბის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I კვარტლის მცხოვრებლებს.
დიდგორის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ ოქროყანის, ტაბახმელას და წავკისის მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში, 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ტრაქტორის, ჭიჭინაძის, ბენდელიანის, ნინუას, ზესტაფონის, ჭყონდიდელის, ცოტნე დადიანის და ცისარტყელას ქუჩების მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.