თბილისის რამდენიმე უბანს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

0
1147

„თელასის“ ინფორმაციით, დაგეგმილი სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, დღეს  თბილისის რამდენიმე უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
საბურთალოს რაიონი – გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.
დიდგორის რაიონი – გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კოჯრის მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.