„თელასის“ ინფორმაციით, დაგეგმილი სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, ხვალ თბილისის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
კრწანისის რაიონი – გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: I და II ხეივნის და დიდი ხეივნის II, III ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი – გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის და ჭილაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი – გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I, II კვარტლების , ზედაზენის, დიდი ჯიხაიშის, კოკინაკის, იმერეთის, გრუზინსკის, ჯავის და მოლოკოვის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზესტაფონის და ნინუას ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი – გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის I მიკრორაიონის, საექიმოს გასასვლელის, სამხედრო ქალაქის, ნავთლუღის, ბაბისხევის, ჟონეთის და მრევლიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი – გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის და მუხიანის I მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი – გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის II დასახლების IV და V ქუჩების, ვარკეთილი-3 ზემო პლატოს და ქაიროს ქუჩის მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.