თბილისში, ქუთაისის ქუჩაზე, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად ორი ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.