თბილისში მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის ტარიფი უცვლელი რჩება

0
1128

თბილისში მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის ტარიფი უცვლელი რჩება.

ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი (სემეკ) ეროვნული კომისია საჯარო სხდომაზე მიიღეს.

როგორც სემეკ-ში აცხადებენ, “თელასისგან” ტარიფების გაძვირების მოთხოვნა არ ყოფილა და ეს იყო ტარიფების გეგმური გადახედვა.

თბილისში ელექტროენერგიის საფასური კილოვატ საათების მიხედვით, 11-დან 18.200 თეთრამდე მერყეობს.

კერძოდ, 101 კვტსთ – 11თეთრი; 101 კვტსთ-დან 301 კვტსთ-მდე – 14.400 თეთრი, 301 კვტსთ და მეტი -18.200 თეთრი.