თურქეთის ხელისუფლებამ საგარეო საქმეთა სამინისტროს 249 თანამშრომლის დაკავების ორდერი გასცა

0
1457

თურქეთის ხელისუფლებამ საგარეო საქმეთა სამინისტროს 249 თანამშრომლის დაკავების ორდერი გასცა. მათ აშშ-ში მცხოვრები მუსლიმი მქადაგებლის, ფეთჰულა გიულენის ორგანიზიაციასთან კავშირში ადანაშაულებენ.

თურქული მედიის ცნობით, ქვეყნის 42 პროვინციაში ჩატარებული ოპერაციების შედეგად უკვე დაკავებულია 105 ეჭვმიტანილი.

2016 წლის ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთში 77 ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს, 150 ათასი სახელმწიფო მოხელე და სამხედრო კი სამსახურიდან დაითხოვეს.