თურქეთში პოლიციამ ოპოზიციური მედია ისევ დაარბია

0
1193

თურქეთში ხელისუფლების მხრიდან თავისუფალ მედიაზე ზეწოლა და ცენზურა მათი გაჩუმების მიზნით ისევ გრძელდება. გასულ კვირას საპარლამენტო არჩევნების შდეგად ერთპარტიული მმართველობით მოსული სამართლიანობისა და განვითარების პარტიის პირველი საქმე ერთ-ერთი პოპულარული ჟურნალის, “ნოქთა”-ს დარბევა იყო.

ჟურნალ “ნოქთა”-ს ამ კვირას გამოსაცემად მომზადებული ნომრის გავრცელება აეკრძალა, ხოლო პოლიციამ ჟურნალის მთავარი რედაქტორს და რედაქციის დირექტორს პატიმრობა შეუფარდა. ჟურნალის ბოლო ნომერი, მთავარ გვერდზე პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის ფოტოსთან ერთად ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე მინიშნებით ‘ორშაბათი, 2 ნოემბერი თურქეთში სამოქალაქო ომის დასაწყისი’ სათაურით დაიბეჭდა.

საკითხთან დაკავშირებით “ნოქთა” ჟურნალის ახალი ამბების კორდინატორმა ერთუღრულ ერბაშმა პრესასთან განცხადება გააკეთა, “სოციალურ მედიაში გავრჩელებული ინფორმაციით, “ნოქთა” ჟურნალმა 1 ნოემბრის არჩევნების შედეგები ვერ აიტანა და ასეთი გარეკანით გამოქვყნდა. ეს არასწორი დასკვნაა. ჩვენ ჟურნალი პარასკევ საღამოს თავისი გარეკანით უკვე დასაბეჭდად გაგზავნილი გვაქვს. აქედან გამომდინარე 1 ნოემბრის არჩევნების პროგნოზირების საშუალება არ გვაქვს. დროისა და ქრონოოლოგიური თანმიმდევრობით ამ გარეკანს არჩევნების შედეგებთან არანაირი კავშირი არ აქვს. ჩვენ ამ ჟურნალში გარკვეული დასკვნებს ვაკეთებთ. მაგალითად, სურუჩში, ანკარაში ტერორისტული აქტები მოეწყო, “კოზა-იფექ”-ის მედია დაარბიეს. სხვადასხვა გაზეთებში, ” Sözcü”, ” Cumhuriyet”, ” Zaman”-ის და “Doğan”-ის მედია ჯგუფის დაყადაღების შესახებ ახალ ამბებს ვხედავთ, ამათზე დაკვირვებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ  ჩვენ 1 ნოემბრის არჩევნების შემდეგ რთული პერიოდი გველოდება და ასეთი მინიშნებებით ჟურნალის გარეკანი მოვამზადეთ.”-განაცხადა მან.

გასულ თვეში რედაქციის დარბევასა და გაყიდვების კარძალვას წინ ერდოღანის “სელფით” გამოქვეყნებული სტატია და ‘AKP-ის დღიურები’ უძღვოდა. გასული თვის უკანასკნელი ნომრის გარეკანზე, პრეზიდენტი ერდოღანია გამოსახული, რომელიც ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შედეგად ტერორისტების მიერ დაცხრილული ჯარისკაცების დაკრძალვის ცერემონიაზე სელფს იღებს.

პოლიციის მიერ გასულ კვირას იფექ მედია ჯგუფზე, განხორციელებული დარბევის შემდეგ მოსულმა ახალმა მმართველობამ, “ბუგუნ” და “მილეთ”-ის გაზეთებში მომუშავე 58 ჟურნალისტი სამსაურიდან გაათავისუფლა.