თურქული მედიის ინფორმაციით, თურქეთში 90 ადამიანი დაიღუპა, 1154 კი მძიმედ დაშავდა

0
1209

თურქული მედიის ინფორმაციით, წუხელ მომხდარი არეულობის დროს 90 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 1 154-ზე მეტი დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუ“ აქვეყნებს.

ქვეყანაში სამხედრო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით, ამბოხებულების დაკავება გრძელდება. ამ დროის მონაცემებით, მთალი ქვეყნის მასშტაბით, სულ 1 563 მეამბოხეა დაკავებული.

თურქული მედიის ინფორმაციით, სამხედრო გადატრიალების მცდელობის გამო, ხუთი გენერალი და 29 პოლკოვნიკი გადააყენეს. ასევე, ლიკვიდირებულია სახელმწიფო გადატრიალების 16 მონაწილე. ქვეყანაში ვითარება ამ დროისთვის ქვეყანაში კვლავ დაძაბულია, თუმცა სიტუაციას ხელისუფლება აკონტროლებს.