ინდონეზიის სანაპიროებთან 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას Al Jazeera ავრცელებს.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, სტიქიის ეპიცენტრი აღმოსავლეთ მცირე ზონდის კუნძულების პროვინციიდან 76 კილომეტრის მოშორებით 31 კილომეტრის სიღრმეში მდებარეობდა.
ამ მომენტისთვის დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.