ევროკავშირის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის კომისარი იოჰანეს ჰანი თურქეთს აფრთხილებს ჩამოყალიბდეს ევროკავშირში გაწევრიანებს თაობაზე.
“თუ გინდა რომ ევროკავშირს შეუერთდე, კრიტერიუმები უნდა შესრულდეს, წესები არის წესები და ისინი გადასინჯვას და მოლაპარაკებას არ ექვემდებარება. თურქეთთან ევროკავშირის დაძაბული ურთიერთობის მიზეზი ანკარის მხრიდან კრიტერიუმების შეუსრულებლობაა, რომელთა თაობაზე მოლაპარაკებები არ გაიმართება”, – განაცხადა ჰანმა.
იოჰანეს ჰანი ასევე აცხადებს, რომ ის წინააღმდეგია თურქეთთან გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების, როგორც ამას ზოგიერთი ევროქვეყნის პოლიტიკოსები ითხოვენ.
“თურქეთმა დროულად უნდა გაარკვიოს, სურს თუ არა მას ამ პირობების დაკმაყოფილება,ეს ღია საკითხები ძაბავს ურთიერთობებს”, – აღნიშნა კომისარმა.
ჰანის თქმით, “ამჟამინდელი სიტუაცია თურქეთში არ პასუხობს ევროკავშირისმოთხოვნილებებს სტაბილურობის თაობაზე”.