ირაკლი ღარიბაშვილი ბულგარელ კოლეგას შეხვდა

0
1131

ბულგარეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბულგარელ კოლეგას ბოიკო ბორისოვს შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილს ბორისოვმა ბულგარეთის რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოში უმასპინძლა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრის მთავარი თემები სხვადასხვა სფეროში საქართველო-ბულგარეთის წარმატებული თანამშრომლობა და ქვეყნებს შორის არსებული კავშირები იყო.
მხარეებმა ტრანსპორტისა და ვაჭრობის სექტორებში არსებულ თანამშრომლობას და ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პოტენციალს გაუსვეს ხაზი. ამავე კონტექსტში აღინიშნა, რომ ეკონომიკური კავშირების განვითარებას ხელს შეუწყობს ეკონომიკური კომისია, რომლის სხდომაც 2016 წლის იანვარში გაიმართება.
ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა ქართველ კოლეგას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ურყევი მხარდაწერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.
საუბარი შეეხო საქართველოში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებს და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბულგარელ კოლეგას ნატო-ს არსებითი პაკეტის ცალკეული კომპონენტების განხორციელებაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრისას ყურადღება რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ გამოწვევებსაც დაეთმო.