ისლანდიაში გასულ წელს თავშესაფარი საქართველოს არც ერთ მოქალაქეს არ მიუღია. 2018 წლის სტატისტიკა ქვეყნის იმიგრაციის დირექტორატმა გამოაქვეყნა.
ისლანდიაში შესაბამისი მოთხოვნით, საქართველოს მოქალაქეთა 84 განაცხადი განიხილეს, საიდანაც 65 საქმეზე გადაწყვეტილება უარყოფითი იყო, 19 შემთხვევაში კი, განხილვა სხვა მიზეზით შეწყდა.
აღსანიშნავია, რომ 2018 წელს ისლანდიაში თავშესაფარი ერაყის 43-მა მოქალაქემ მიიღო, რაც ყველაზე დიდი მაჩვენებელია ცალკეულ ქვეყნებს შორის.
შეგახსენებთ, რომ 2017 წელს ისლანდიის საიმიგრაციო დირექტორატმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა.