კახა კალაძე კომპანია „გაზპრომ-ექსპორტისა“ და „ინტერ-რაოს“ ხელმძღვანელობას შეხვდება

0
1011

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, 13-14 დეკემბერს, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, კომპანია „გაზპრომ-ექსპორტთან“ და კომპანია „ინტერ-რაოს“ ხელმძღვანელობასთან შეხვედრებს გამართავს.

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, კახა კალაძე კომპანია „ინტერ-რაოს“ ხელმძღვანელობას მინსკში ხვალ შეხვდება, ხოლო კომპანია „გაზპრომ-ექსპორტის“ წარმომადგენლებთან შეხვედრა დღეს, ვენაში გაიმართება.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, კომპანია „გაზპრომ-ექსპორტთან“ მორიგი სამუშაო შეხვედრა არსებული ხელშეკრულების ფარგლებში, ყოველწლიური მოლაპარაკებების ფორმატში შედგება.