კახეთის რეგიონში 5 ქტომბრის მონაცემებით, 118 ათას ტონაზე მეტი ყურძენი გადამუშავდა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსავლის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა 80 მლნ ლარს გადააჭარბა.
ხოლო 4 ოქტომბრის მონაცემებით, დღეღამურად გადამუშავდა 4 346 ტონა, რაც მიუთითებს, რომ ყურძნის გადამუშავება კახეთში ამ დრომდე აქტიურად მიმდინარეობს. რთველში მალე რაჭა-ლეჩხუმის რეგიონი ჩაერთვება.
ამ დროისთვის გადამუშავებულია რქაწითელი 62 ათასი ტონა, საფერავი – 41,2 ათასი ტონა, ასევე 2,8 ათასი ტონა კახური მწვანე და 12,3 ათასი ტონა სხვა ჯიშის ყურძენი.
კახეთში ყურძნის გადამუშავება მუნიციპალიტეტების მიხედვით ასე გამოიყურება: გურჯაანი – 39,3 ათასი ტონა, თელავი – 27,5 ათასი ტონა, ყვარელი – 21,2 ათასი ტონა, საგარეჯო – 8,1 ათასი ტონა, სიღნაღი – 7,8 ათასი ტონა, ლაგოდეხი – 7,7 ათასი ტონა, ახმეტა – 4,1 ათასი ტონა და დედოფლისწყარო – 2,2 ათასი ტონა.
რთველის მიმდინარეობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, მუშაობას განაგრძობს ცხელი ხაზი 2 47 01 01 და სპეციალური ინტერნეტ საიტი www.rtveli2015.gov.ge.