კვიპროსმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარა

0
687

კვიპროსმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარა. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტ ნიკოს ანასტასიადისთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

„ძალიან ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ კვიპროსმა აღიარა საქართველო როგორც უსაფრთხო ქვეყანა და ამის შესახებ დღეს იქნა ნათქვამი. საერთოდ, ყველანაირი დახმარება ჩვენს გზაზე, რომ მეტი ევროპა საქართველოში და მეტი საქართველო ევროპაში, ეს იყოს გაზიარებული კვიპროსის მიერ, როგორც ერთ-ერთი ჩვენი მთავარი პარტნიორის ევროკავშირში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

​საქართველოს კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ნიკოს ანასტასიადისი  მეუღლესთან, ანდრი ანასტასიადისთან ერთად პირველი ვიზიტით გუშინ ეწვია. ორდღიანი ვიზიტის განმავლობაში, კვიპროსის პრეზიდენტი ასევე პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს შეხვდება. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ბიზნესფორუმიც, სადაც საქართველოსა და კვიპროსს შორის ეკონომიკური ურთიერთობების პერსპექტივებზე იმსჯელებენ. ანასტასიადისი ასევე შეხვდება საქართველოს პატრიარქს.