ლარი კვლავ გაუფასურდა

0
1453

ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში მცირედით კვლავ გაუფასურდა.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური კურსით, ხვალ 1 აშშ დოლარი 2.3954 ლარი ეღირება, დღეისთვის დადგენილი კურსით კი, მისი ფასი 2.3931 ლარი იყო.

რაც შეეხება ევროს, ლარი ევროსთან მიმართებაშიც მცირედით გაუფასურდა. შესაბამისად, ხვალ 1 ევროს ფასი 2.6737 ლარი იქნება. დღევანდელი მონაცემებით კი, მისი ფასი 2.6693 ლარს შეადგენდა.

2.3931 ოფიციალური კურსის პირობებში, უცხოური ვალუტის ფასი სავალუტო ჯიხურებსა და კომერციულ ბანკებში დღეს საშუალოდ, 2.45 ლარს შეადგენდა.

ახლა კი, როცა ლარი მცირედით კვლავ გაუფასურდა, უცხოური ვალუტის ფასი ბაზარზე კიდევ უფრო მოიმატებს.