ლიბიაში მომხდარ აფეთქებას მინიმუმ 25 ადამიანი ემსხვერპლა

0
1222

ლიბიაში მომხდარი აფეთქების შედეგად მინიმუმ 25 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია 30-მდე ადამიანი.
როგორც “ბიბისი” ადგილობრივ სამართალდამცავებზე დაყრდნობით იტყობინება, აფეთქება დედაქალაქის სიახლოვეს მდებარე ქალაქ გარაბულიში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც ადგილობრივ მოსახლეობასა და შეიარაღებული ადამიანების ჯგუფს შორის დაპირისპირება მოხდა. რის შემდეგაც, შეიარაღებული ჯგუფი იარაღის საწყობის ტერიტორიაზე შეიჭრა, რასაც აფეთქების ხმა გაისმა.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.