ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე იმედოვნებს, რომ საქართველოსა და უკრაინასთან უვიზო რეჟიმი მომავალი წლის პირველ ნახევარში ამოქმედდება. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.
“მისასალმებელია, რომ უკრაინისა და საქართველოს მიერ რეფორმების მიღწევამ სათანადო შეფასება მიიღო. ევროკავშირი გამოხატავს ერთიან მხარდაჭერას აღმოსავლელი პარტნიორების მიმართ, რომლებმაც უფრო მჭიდრო ინტეგრაციის გზა აირჩიეს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი მომავალი წლის პირველ ნახევარწელიწადში დაწესდება”, – განაცხადა გრიბაუსკაიტემ.
ლიტვის პრეზიდენტი ევროკომისიის დადებით ანგარიშს გუშინ, სოციალურ ქსელ “ტვიტერის” გვერდზე გამოეხმაურა და საქართველოსა და უკრაინას მიღწეული შედეგი მიულოცა.