მარსზე წყალი თხევად მდგომარეობაშია – „ნასას“ აღმოჩენა

0
1634

წითელ პლანეტაზე წყალი თხევად მდგომარეობაშია, – ამერიკის კოსმოსურ სააგენტოში მეცნიერებმა ოფიციალურად დაადასტურეს, რომ მარსზე წყალია.

მეცნიერები ამბობენ, რომ ეს არის აღმოჩენა, რომელიც მათ საშუალებას აძლევს, პლანეტაზე სიცოცხლე ეძებონ.

როგორც ამერიკელი მეცნიერების კვლევამ დაადგინა, წყალი თხევად მდგომარეობაში ზაფხულობით არის დაფიქსირებული და ის მთებიდან მდელოებზე მიედინება.

სწორედ მდინარეების კალაპოტების მიხედვით, ასტრონომებმა დაადგინეს, რომ წითელ პლანეტაზე წყალი არამარტო ყინულის სახით, არამედ თხევად მდგომარეობაშიც არსებობს.