მთავრობა დღეს საპარლამენტო უმცირესობასა და უმრავლესობას 2017 ბიუჯეტის ბიუჯეტის პროექტს წარუდგენს.
დოკუმენტს დეპუტატებს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი გააცნობს.
11-ნახევარი მილიარდით განსაზღვრულ მთავარ ფინანსურ დოკუმენტს ოპოზიცია მხარს არ უჭერს. “ნაციონალური მოძრაობა” ბიუჯეტის არსებულ პროექტში ხარჯების შემცირებას ითხოვს.
ოპოზიციის პროტესტი მთავრობის ახალი ეკონომიკური გეგმის გარშემოც გრძელდება, რომლის ერთი პუნქტი გარკვეულ პროდუქტებზე აქციზის გადასახადის მატებას ეხება.
ბიუჯეტის პროექტის, ასევე თანმდევი პროექტების განხილვა სესიაზე 14 დეკემბერს გაგრძელდება. პლენარულ სხდომაზე კი, დოკუმენტს 15 დეკემბერს გაიტანენ.