სტამბოლის სასამართლომ “მის თურქეთს 2006-ს,” 27 წლის მერვე ბუიუქსარაჩს პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის შეურაცხყოფისთვის 14 თვიანი პირობითი სასჯელი მიუსაჯა.
მერვე ბუიუქსარაჩი ინსტაგრამზე გამოქვეყნებული პოსტის გამო გასულ წელს დააკავეს. 2014 წელს მოდელმა სატირული შინაარსის ლექსი გამოაქვეყნა. ბრალდებამ მიიჩნია, რომ პოსტი პრეზიდენტ ერდოღანის მისამართით შეურაცხყოფას შეიცავდა.
თავად მოდელი ბრალდებას უარყოფს, ”იმიტომ გავაზიარე, რომ სასაცილოდ მეჩვენა. არც მიფიქრია პრეზიდენტის შეურაცხყოფა”, – აცხადებს ბუიუკსარაჩი.