მიხეილ ჯანელიძე ნორვეგიის ელჩს შეხვდა

0
1148

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ნორვეგიის სამეფოს ელჩს (რეზიდენციით ბაქო) ბარდ ივარ სვენდსენს შეხვდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ბარდ ივარ სვენდსენმა, მიხეილ ჯანელიძეს მიულოცა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში. ნორვეგიის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ნორვეგიის სამეფოს მხარდაჭერა საქართველოსადმი და გამოხატა მზაობა, მაქსიმალურად ხელი შეუწყოს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას, როგორც ორმხრივ ასევე მრავალმხრივ ფორმატში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ნორვეგიის მხრიდან საქართველოში განხორციელებულ ინვესტიციებს ენერგეტიკის სფეროში.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს რეგიონში მიმდინარე მოვლენები, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივები და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება.