მიხეილ ჯანელიძე ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფება

0
1187

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდება.
დაგეგმილია მიხეილ ჯანელიძის პირისპირ შეხვედრა აზერბაიჯანელ კოლეგა ელმარ მამედიაროვთან, რის შემდეგაც გაიმართება შეხვედრა გაფართოებული შემადგენლობით.

საქართველოს დელეგაცია, საგარეო საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით, ასევე შეხვედრებს გამართავს აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრთან არტურ რასი-ზადესთან და მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან ოქთაი ასადოვთან.