ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია მომავალ წელს საქართველოში გაიმართება

0
1084

მომავალი წლის მაისში საქართველოში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო  სესია გაიმართება.

ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრაზე განაცხადა.

ეს იქნება ნატო არაწევრ სახელმწიფოში ნატო საპარლამენტო მიმართულებით ერთერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ღონისძიება”, –აღნიშნა უსუფაშვილმა

შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს, რომ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია იქნება კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ძალაშია და საქართველო ნატო-სთან გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას ქვეყნის ალიანსში საბოლოო გაწევრიანების მიზნით.