ავსტრალიის ღია პირველობის 1/16 ფინალში საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი, მსოფლიო რეიტინგის მე-15 ნომერს, ბერძენ სტეფანოს ციციპასს დაუპირისპირდა და სამსაათიან შეხვედრაში, ოთხ სეტში დამარცხდა, ანგარიშით 3:6 6:3 6:7 4:6.
მერვედფინალში გასვლის შემთხვევაში, მსოფლიოს მე-19 ჩოგანის მეტოქე შვეიცარიელი როჯერ ფედერერი იქნებოდა.