ნოდარ ხადური ინვესტორების ჯგუფს და Bank of America Merrill Lynch-ის წარმომადგენლებს შეხვდა

0
1625

ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ინვესტორების ჯგუფთან და კომპანია Bank of America Merrill Lynch-ის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
უწყების პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა სტუმრებს ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა, მიმდინარე და მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტების მაჩვენებლების შესახებ.
ფინანსთა სამინისტროს მხრიდან ხაზი გაესვა, რომ მიმდინარე წელს ბიუჯეტიდან ხარჯვა მაქსიმალურად თანაბარია, ასევე გაზრდილია საგადასახადო შემოსავლების მაჩვენებელი, წლის მეორე კვარტალში შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის გაორმაგებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა. აღინიშნა, რომ ქართული მხარე აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო დონორებთან. სტუმრებმა ასევე მოისმინეს ინფორმაცია იმ ღონისძიებების შესახებ, რომელსაც მთავრობა გეგმავს ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებისა და პრივატიზაციის მიმართულებით. კომპანია Bank of America Merrill Lynch-ის წარმომადგენლები საქართველოში არსებული მდგომარეობის გასაცნობად ჩამოვიდნენ. თბილისში ისინი წლის დასაწყისშიც იმყოფებოდნენ.