ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში, სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა, ესპანელი რაფაელ ნადალი სამ სეტში 6:3, 6:2, 6:3 დაამარცხა და ტურნირი კარიერაში უკვე მეშვიდედ მოიგო.
ეს ამ ჩოგბურთელების 53-ე დაპირისპირება იყო, ბალანსი კი ნოვაკის სასარგებლოდაა – 28:25.
ნოვაკ ჯოკოვიჩმა ავსტრალიის ღია ჩემპიონატზე გამარჯვებით 2000 სარეიტინგო ქულა მიიღო, შარშან ავსტრალიაში მოპოვებული 180 ქულის გამოკლების შემდეგ მის სარეიტინგო მარაგს 1820 ქულა შემატა.
ნიკოლოზ ბასილაშვილს, რომელმაც ავსტრალიის ღია პირველობაზე შარშანდელის მსგავსად ორი წრე განვლო და მხოლოდ შარშან მოპოვებული 180 ქულა დაიცვა, კვლავ 1820 ქულა აქვს და ამ შედეგით იგი რეიტინგში 22-ე ადგილზე იმყოფება.