ობამამ ენისა და კულტურის საერთაშორისო ფესტივალზე მისალოცი წერილი გააგზავნა

0
1264

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ვაშინგტონში გამართულ ენისა და კულტურის საერთაშორისო ფესტივალზე (IFLC) მისალოცი წერილი გააგზავნა. ობამა, ფესტივალზე გამოგზავნილ მისალოც წერილში ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კულტურული განსხვავებები ამავე დროს არის სიმდიდრე. ენისა და კულტურის საერთაშორისო ფესტივალის წამყვანი ცნობილი ჰოლივუდის ვარსკვლავი ენდი გარსია იყო.

ენისა და კულტურის ფესტივალზე სადაც სხვადასხვა კულტურების ცეკვა, მუსიკა და სიმღერები შესრულდა, ძალიან ბევრი სენატორი ესწრებოდა.

პრეზიდენტ ობამას მიერ გაგზავნილი მისალოცი წერილი ასეთია:

“ჩვენი გლობალური საზოგადოების მდიდარი კულტურა და უნიკალური ისტორიული წარსული, თქვენს მიერ შესრულებული დამატყვევებელი ცეკვებითა და მომხიბლავი შესრულებით უფრო დიდხანს იცოცხლებს. თქვენი საკუთარი კულტურული მემკვიდრეობის განსაკუთრებული ტრადიციების გადმოცემის კუთხით ასეთი ფესტივალები, ჩვენ საშუალებას გვაძლევს, რომ იმედისა და სილამაზისკენ მიმავალი გზების მოწმენი გავხდეთ.

თქვენს მიერ მსოფლიოს მასშტაბით ახალგაზრდა ადამიანების გაერთიანების მიზნით გამოხატული ძალისხმევა, ჩვენი, საერთო კაცობრიობის, ერთმანეთისგან გამყოფი ბარიერების გადალახვის ძალას ასახავს.

თქვენ მთელ მსოფლიოში კულტურული მოზაიკის აღსანიშნავად და ძლიერი მეგობრული კავშირების დასამყარაბლად იკრიბებით, ამისათვის თქვენ საუკეთესო სურვილებს გისურვებთ და მადლობას გიხდით.”-განაცხადა ობამამ.

ფესტივალში მონაწილე მოსწავლეებმა გაეროს შტაბ-ბინაში გენერალური მდივნის ბან კი მუნის ეგიდით ღონისძიება გამართა. ღონისძიებაში მონაწილეობას 80 ქვეყნის მოსწავლე იღებდა. გენერალური მდივნის მიერ ფესტივალში მონაწილე ბავშვებისთვის გაგზავნილ წერილში, ″თქვენს გლობალურ მოქალაქეებად ჩამოყალიბებას მოუთმენლად ველი.″-განაცხადა მან.

″სადაც არ უნდა ცხოვრობდეთ, თქვენს მიერ ასეთი ფართო მასშტაბის ფასეულობების მიმართ ერთგულება მთელ მსოფლიოს სჭირდება. თქვენს გლობალურ მოქალაქეებად ჩამოყალიბებას მოუთმენლად ველი. ენებისა და კულტურების მიმართ თქვენს გატაცებას ვიზიარებ და მინდა, რომ ეს გატაცება უფრო ლმობიერი მსოფლიოს ასაშენებლად გამოიყენოთ.″-ნათქვამია ბან კი მუნის წერილში.

წელს IFLC ფესტივალი 40 სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება რომელშიც საქართველოდან წასული მოსწავლეებიც მონაწილეობენ.