პარიზში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძრს 7 ადამიანი ემსხვერპლა, 30-მდე კი დაშავდა. როგორც ფრანგული მედია იუწყება, ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.
არსებული ინფორმაციით, ხანძარი ერლანჟის ქუჩაზე მდებარე რვასართულიან საცხოვრებელ სახლში ღამის პირველ საათზე გაჩნდა.
შემთხვევის ადგილზე 200 მეხანძრე მუშაობდა. ხანძრის ჩაქრობისას 3 მათგანი დაშავდა. ხანძრის მიზეზები ჯერ დადგენილი არ არის.