პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზს ზვიად გამსახურდიას სახელი მიენიჭა

0
640

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სახელი მიენიჭა.

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის წინადადება ბიურომ დღევანდელ სხდომაზე განიხილა და ერთსულოვნად მხარი დაუჭირა.

“28 წლის წინ, საქართველოს დამოუკიდებლობის აღგენა პირველი პრეზიდენტის, მაშინდელი პარლამენტის თავმჯდომარის მიერ სწორედ პლენარულ სხდომათა დარბაზში გამოცხადდა. ამ აქტისა და საქართველოს პირველი პრეზიდენტის მიმართ პატივისცემის ნიშნად არის შემოთავაზება, რომ პლენარულ სხდომთა დარბაზს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელი ეწოდოს “, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ბიუროს სხდომაზე.

წელს 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი შესრულდა. ამ დღეს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.