“პარტიზანი მებაღეები” თბილისის მერიაში სათათბიროდ მიიწვიეს . ეკოლოგიის და გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელებმა, “პარტიზანი მებაღეები” თბილისის მერიაში დღის მეორე ნახევარში დაიბარეს. შეხვედრას ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებიც დაესწრებიან. მათი შეხვედრის მიზანი იმ საკითხების განხილვაა, რასაც აქციის მონაწილეები ითხოვენ. საუბარია აღნიშნული სამსახურის რეფორმირებაზე იმისათვის, რომ უფრო ეფექტური იყოს გარემოს დაცვის პროცესები ქალაქში.
“ჩვენი მოთხოვნა არის, რომ ამ სამსახურში შეიქმნას საზოგადოებრივი საბჭო, რომელიც მუდმივმოქმედი იქნება და გაუწევს კონტროლს სამსახურს და ჩართული იქნება პროცესებში. გვინდა კიდევ, რომ 2017 წლის ბიუჯეტი მტკიცდება სექტემბერში საკრებულოს მიერ და ჩვენი შეთავაზებები და იდეები იყოს გათვალისწინებული. ვეცდებით, რომ ბიუჯეტის შედგენაშიც ჩავერთოთ“ – განაცხადა პარტიზანი მებაღეების წევრმა მარიამ ბაქრაძემ.