პორტუგალიის საპრეზიდენტო არჩევნებში მარსელო რებელუ დი სოზამ გაიმარჯვა

0
1165

პორტუგალიის საპრეზიდენტო არჩევნებში მემარჯვენე-ცენტრისტულმა კანდიდატმა, 68 სამართლის პროფესორმა მარსელო რებელუ დი სოზამ გაიმარჯვა. “დოიჩე ველეს” ცნობით, ხმების 98 პროცენტი უკვე დათვლილია, წინასწარი შედეგებით, სოზამ არჩევნებში მონაწილეთა 52,4 პროცენტის მხარდაჭერა მოიპოვა. არჩევნებში სულ 10 კანდიდატი მონაწილეობდა. რებელუ დი სოზას ყველაზე ძლიერ კონკურენტს ლისაბონის უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი, ანტონიუ სამპაიო და ნოვოა წარმოადგენდა. მან ხმების 22,17 პროცენტი მიიღო. სოზა საპრეზიდენტო სასახლეში 9 მარტს გადავა და ანიბალ კავაკუ სილვას ჩაანაცვლებს. სილვა აღნიშნულ პოსტს 2006 წლის შემდეგ იკავებდა.