რუსთავის სასამართლოდან გაქცეულ პატიმარს, გაქცევისთვის დღეს ბრალს წაუყენებენ. ოთარ ვარამაშვილის ძებნა უკვე მესამე დღეა მთელი ქვეყნის მასშტაბით გრძელდება.
როგორც ბრალდებულის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ განუცხადა, ის სასჯელაღსრულების დეპარტამენტში 11:00 საათზეა დაბარებული.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს შენობიდან პატიმრის გაქცევის ფაქტზე სასჯელაღსრულების სამინისტროს საბადრაგო სამსახურის სამი თანამშრომელია დაკავებული. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თავად სამინისტრო ავრცელებს.
„დამირეკა გამომძიებელმა, ისინი აპირებენ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს წარუდგინონ ბრალი აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. ბრალის წარდგენის შემდეგ გავიგებთ თუ რას გვედავება სასჯელაღასრულების სამინისტრო. კახიშვილის განცხადება, რომ ვითომ მე დავარღვიე რაიმე ეთიკის კოდექსი, ეს არის სამარცხვინო, აბსოლუტურად უტიფარი განცხადება. იქ არის არაადამიანური პირობები და ეს ძალიან კარგად იცის ბატონმა კახიშვილმა,“-განაცხადა ოთარ ვარამაშვილის ადვოკატმა ლექსო კობაიძემ.
უწყება ადვოკატისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას, მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში არსებული ვითარების შესახებ გაკეთებული განცხადების გამო ითხოვს.