საბერძნეთის კუნძულ კრიტთან მიგრანტებით სავსე გემი ჩაიძირა

0
1166

საბერძნეთის კუნძულ კრეტასთან მიგრანტებით სავსე ნავი ჩაიძირა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. ამჟამად ხმელთაშუა ზღვაში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს, მაშველებმა ამ დროისთვის 250-მდე მიგრანტის გადარჩენა შეძლეს.
არსებული ინფორმაციით, ნავში 700-მდე მიგრანტი იმყოფებოდა.
ევროკავშირის ინფორმაციით, გასულ კვირას ხმელთაშუა ზღვაში 800-მდე ადამიანი დაიღუპა, მაშველებმა 5 600-ზე მიგრანტის გადარჩენა შეძლეს.
2016 წელს, საერთო ჯამში, ხმელთაშუა ზღვაში 2 5000 ადამიანი დაიღუპა, რომლებიც ევროპაში აფრიკიდან ჩასვლას ცდილობდნენ.