საბერძნეთში 2015 წელს ნახევარი მილიონი მიგრანტი გადავიდა

0
1470

გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს განცხადებით, საბერძნეთის ტერიტორიაზე მიმდინარე წელს ნახევარ მილიონამდე მიგრანტი შევიდა. მათივე ინფორმაციით, ლტოლვილთა ნაკადი ბოლო ერთი თვის განმავლობაში შემცირდა, რაც აცივებით არის გამოწვეული. ბოლო 4 დღის განმავლობაში საბერძნეთის საზღვრის გადაკვეთა მხოლოდ 35 ათასმა ადამიანმა შეძლო.

გაერო-ს ლტოლვილთა სააგენტოში მიიჩნევენ, რომ სიტუაცია მალე უკონტროლო გახდება. სააგენტოში აცხადებენ, რომ საბერძნეთის კუნძულებზე მიგრანტთა მიღების ცენტრები სასწრაფო წესით უნდა გაიხსნას.