საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ოფიციალური ვიზიტის დროს გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შეხვდება.
სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური ვიზიტი გერმანიაში 20-21 თებერვალს შედგება.
ამასთან, გერმანიაში ვიზიტამდე, სალომე ზურაბიშვილი 17-19 თებერვალს სამუშაო ვიზიტით საფრანგეთს ეწვევა, სადაც შეხვედრას გამართავს პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან.
მთავრობის განკარგულება პრეზიდენტის ვიზიტებზე თანხმობის შესახებ, საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ვიზიტების მიზანი ევროკავშირსა და ნატო-სთან საქართველოს ურთიერთობის გაღრმავებაა.