სარფში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

0
1071

სარფში მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს.

შემოსავლების სამსახურის ცნობით, საბაჟო გამშვებ პუნქტში ”სარფი“, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს (184,74 გრ.) ნაკეთობები აღმოაჩინეს.
“საქონლის საბაჟო ღირებულებამ 10,868.25 ლარი შეადგინა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 10,868.25 ლარის ოდენობით შეეფარდა”, – ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.