საქართველომ ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი ქვეყნის დროებით პრეზიდენტად აღიარა

0
557

საქართველომ ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი ხუან გუაიდო ქვეყნის დროებით პრეზიდენტად აღიარა.

„ვენესუელაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების არაღიარების კვალდაკვალ, საქართველო ხუან გუაიდოს გარდამავალ პრეზიდენტად აღიარებს. საქართველო მიესალმება ჩვენი პარტნიორების განცხადებებს და მხარს უჭერს ვენესუელელ ხალხს მათ ბრძოლაში დემოკრატიის და თავისუფლებისთვის“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

შეგახსენებთ, ხუან გუაიდო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად ამ დროისთვის უკვე აღიარეს: აშშ-მა, კანადამ, ბრაზილიამ, არგენტინამ, კოლუმბიამ, პერუმპარაგვაიმ, ეკვადორმა, კოსტა რიკამგვატემალამდა ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაციამ.