საქართველოს ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს ვიცე პრემიერი ეწვია

0
1072

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ვიცე პრემიერი ჭანგ გაოლი ეწვია.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, საპატიო სტუმარს აეროპორტში საქართველოს ვიცე პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დახვდა.

ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს ვიცე პრემიერი ჭანგ გაოლი დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრას გამართავს. პირისპირ და გაფართოებული ფორმატის შეხვედრების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში ხელი მოეწერება შეთანხმებას „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ” და ურთიერთგაგების მემორანდუმებს „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის სამინისტროს შორის”.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აცხადებენ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მაღალი დონის ოფიციალური ვიზიტი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში პირველად განხორციელდა, 4 ივნისს დასრულდება.